ვაშაძე კობახიძეს: წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან

“წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, შემოდგომაზე დავთვლით, ვინ რომელ ადგილზე გავა”, – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

“არასდროს არცერთი პროგნოზი არც კი გაურტყია კობახიძეს. ვერც ახლა ვერ გაარტყამს. ჩვენ გვინდა, რომ პირველ რიგში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ამიტომ რეფერენდუმი, რომელიც ტარდება თვითმმართველობასთან ერთად, უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ. ამისთვის უნდა გვქონდეს ხალხზე მეტად ორიენტირებული პოლიტიკა. წიწილებს ითვლიან შემოდგომაზე. შემოდგომაზე დავთვლით, ვინ რომელ ადგილზე გავა”, – განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ექსპრემიერი გიორგი გახარია მეორე ადგილზეც ვერ გავა არჩევნებზე: “მე შემიძლია გითხრათ, რომ ის [გიორგი გახარია] მეორე ადგილზე ვერ გავა, საუკეთესო შემთხვევაში გავა მესამე ადგილზე”, – ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ახლა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში განმუხტულია
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერმა სპორტის სასახლის მიმდებარედ ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერა