ვაშაძე – „კლანი“ აბობოქრდა და ცდილობს, რამენაირად შეინარჩუნოს კლანური მმართველობა მართლმსაჯულებაში

„კლანი“ აბობოქრდა და ცდილობს, რამენაირად შეინარჩუნოს კლანური მმართველობა მართლმსაჯულებაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„სასამართლო „კლანს“ ეშინია, რომ „ქართულ ოცნებას“ უკან დახევა მოუწევს „კლანის“ დაცვიდან გამომდინარე. შესაბამისად, ახლა „კლანი“ აბობოქრდა და ცდილობს, რამენაირად შეინარჩუნოს კლანური მმართველობა მართლმსაჯულებაში. რატომ აჩქარებს ამ პროცესს „ქართული ოცნება“? – აჩქარებს, რადგან ჰგონია, რომ შეიძლება დასავლელმა პარტნიორებმა დააგვიანონ რეაგირება. თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდება, სანქცია ნომერი ერთი იქნება – ყველა მაკროსაფინანსო დახმარებაზე იქნება წინაპირობები, თუ არ შეიცვლება „კლანი“ და მართლმსაჯულების რეფორმა თუ არ დაიწყება, კაპიკს ვეღარ მივიღებთ. სამწუხაროდ, ვიცით, რომ ვალებით ვცხოვრობთ. შემდეგ იქნება პერსონალური სანქციები. მმართველმა გუნდმა, რაც არ უნდა იჩქაროს, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ. რატომ არის „ზე“ მნიშვნელოვანი, რომ ხელში შარლ მიშელის დოკუმენტი გვიჭირავს? იმიტომ, რომ სანქციების საფუძველი გახდება ამ დოკუმენტის შეუსრულებლობა. დოკუმენტს ჰყავს თავისი გარანტორი მხარე – ამერიკა და ევროკავშირი. როცა სანქციებზე იქნება საუბარი, დოკუმენტს აიღებენ და იკითხავენ, პუნქტი ნომერი ოთხი შეუსრულებელია? – იქნება სანქცია. „ქართული ოცნება“ ამბობდა, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიანო, მაგრამ გამოუშვეს? ასე მოუწევთ სასამართლოზეც უკან დახევა“,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – მზად ვართ, ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დავიწყოთ
შემდეგი სტატიათურნავა – რადიომაუწყებლობის კომპანიებს მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ