“ვაშაძე, ჯაფარიძე, ახალი არჩევანი” ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას ხვდება

საარჩევნო პოლიტიკური ბლოკი “ვაშაძე, ჯაფარიძე, ახალი არჩევანი” ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას ხვდება. როგორც მამუკა კაციტაძემ განაცხადა, შეხვედრის თემა არის საარჩევნო გარემო და მათ ცესკო-სგან ინფორმაციის მიღება სურთ, როგორ უნდა დარეგულირდეს მაგალითად ბილბორდებზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი, ასევე უფასო სარეკლამო დრო.

“მე მაინტერესებს ცესკო-ს ხელმძღვანელობის მოსაზრებები იმ დარღვევებზე, რომელიც ხდება და რომელზეც რეაგირებაც უნდა გააკეთოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. მხედველბაში მაქვს, შუამთობის დღესასწაულზე პრემიერის მიერ წყვილისთის გადაცემული ბეჭედი, რასაც ზოგმა საქორწინო საჩუქარი დაარქვა, ზოგმა სოციალური საჩუქარი დაარქვა. ასეთი ტიპის ღონისძიებების დროს ცესკო-ს უნდა ჰქონდეს საკუთარი მკაფიო პოზიცია. მე მინდა ვისაუბროთ იმაზე, რაც მოხდა, რაც ხდება და იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს” -განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, სარჩევნო თვალსაზრისით ერთ-ერთი მშიშვნელოვანი საკითხია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა.

“ძალიან სერიოზული პრობლემაა ბილბორდებზე. ჩვენი ინფორმაციით, ნაქირავები აქვთ ბილბორდები და არ იყენებენ. ჩვენთვის ამ კუთხით პრობლემაა ხელმისაწვდომობა და ვფიქრობთ, გარკვეული პარიტეტი შენარჩუნებული უნდა იყოს ამ პროცესშიც, თუ ამას დავუმატებთ დღევანდელი კანონის მოქმედებას სარეკლამო დროსთან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც სუბიექტებს, ვისაც უფასო სარეკლამო დრო არ გვეკუთვნის, რეკლამა გაგვიძვირდა ტელევიზიით. ბევრი ასეთი საკითხია განსახილველი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთნ.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატების” გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პარტია დატოვა
შემდეგი სტატია,,შინდისის ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ, რადგან ეს მომავლის იმედის ისტორიაა”