ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე – ყველა პოლიტიკოსს ვაფრთხილებ, ლექსიკა გაისწორეთ

„ოქრუაშვილის განცხადებას რაც შეეხება, სიბინძურის ადგილი პოლიტიკაში არ არის და ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისაუბროს კორექტულად, რაც არ უნდა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს სხვასთან მიმართებით. მამუკა ხაზარაძემ თქვა თავისი პოზიცია. რაღა თქმა უნდა, დავჯდებით, განვიხილავთ ამას, ყველა. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელისთვის​, განსხვავებული მოსაზრება მისაღებია. მყისიერად გამოვარდნა და მით უმეტეს, პერსონალური თავდასხმები ადამიანებზე არის კატეგორიულად მიუღებელი. ყველა პოლიტიკოსს ვაფრთხილებ, რომ ლექსიკა გაისწორეთ, ცოტა გონზე მოდით და ისაუბრეთ ისე როგორც შეეფერება პოლიტიკოსებს, რადგან სწორედ ეს აყენებს მთავარ ზიანს თითოეულ ოპოზიციურ პოლიტიკოსს, როცა ასეთი სიტყვებით საუბრობენ და მეტყველებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიმუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყო
შემდეგი სტატია” მიმაჩნია, რომ მეტი თავისუფლებით, ჩემი მეტი სითამამით და უფრო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებით მეტის გაკეთება შემიძლია”