ვაშაძე – გილოცავთ, მთავარი გამყალბებელი აღარ არის ცესკო-ს თავმჯდომარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაყალბება დასრულდა

გილოცავთ, მთავარი გამყალბებელი აღარ არის ცესკო-ს თავმჯდომარე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „თამარ ჟვანიას 9- წლიანი გაყალბების ეპოქა წარსულს ჩაბარდა”.

„ძალიან მაკვირვებს ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც აქამდე ამბობდნენ, რატომ არ წერია მისი გათავისუფლების შესახებ მიშელის დოკუმენტშიო და ახლა საუბარი შეატრიალეს. ეს არათანამიმდევრულობა მაკვირვებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გაყალბება დასრულდა, რეფორმები გასაკეთებელია, ახალი თავმჯდომარე ასარჩევია“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რამდენად არის იმის საფრთხე, რომ კონსენსუსი ვერ შედგეს და ახალი თავმჯდომარე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს ჩაატარებს, მხოლოდ უმრავლესობის ხმებით აირჩეს, ვაშაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების გაუმჯობესებისთვის ბევრი მექანიზმი არსებობს.

„კი, თვითმმართველობის არჩევნები არის რეფერენდუმი, მაგრამ ამ რეფერენდუმის დროს ოპოზიციას ჰყავს ცესკო- ს 8 წევრი ჯამური 17 – დან, რაც უპრეცედენტოა. პლუს, ვნერგავთ ტექნოლოგიებს, დავების საბჭო იქნება და ბევრი მექანიზმია იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ არჩევნები“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – ვისაც სასურველი ჩაცმულობით სადმე გასვლა უნდა, ეს ძალადობის გარეშე უნდა მოხდეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ წყალტუბოში მომხდარ ავარიის ფაქტზე პოლიციელს და ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელს ბრალი წარუდგინა