ვაშაძე გახარიას-რატომ მილიონები ოცნების კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს?

“რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს?”, – ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრის მიერ დახმარებების გაცემის დაანონსებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს “კაპიკებს აძლევენ”, მაშინ, როდესაც სახელმწიფო დიდი მოცულობის სესხებს იღებს, რომელიც მოქალაქეებისვე გადასახდელია.

გიორგი ვაშაძე პანდემიის დროს ჩატარებული კორუფციულ ტენდერებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქართული ოცნება უმძიმეს ვითარებაში აგრძელებს ქვეყნის ძარცვას.

“მინდა ვისაუბრო გუშინდელ ცინიკურ განცხადებებზე, რომელიც გიორგი გახარიასგან მოვისმინეთ. 5 მილიარდის ოდენობის სესხი აიღო საქართველომ, რაც ჩვენი გადასახდელია. რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს? რატომ ეძლევათ კაპიკები უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და მილიონები თქვენ ჯიბეში? ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ უმძიმესი კრიზისის დროს ფულის კეთებაზე ხართ გადასული. უნდა გააორმაგოთ ეს დახმარება, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა ის, რომ ცინიზმით გამოხვიდეთ, ხალხს უთხრათ, რომ კაპიკები გადმოგიგდეთ და ბედნიერები იყავით ამისგანო და მერე მილიონები თქვენს კომპანიებს გაუფორმოთ”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაახლოებით ორ კვირაში დაასახელებს
შემდეგი სტატიალევან სამუშია ლელოს შეუერთდა