ვაშაძე გაერთიანებაზე – დარწმუნებული ვარ, ის, რაც ივანიშვილს უნდოდა, რომ ოპოზიციური ხმები 5%-ს ქვემოთ დაკარგულიყო, არ მოხდება

მივესალმები ყველა პოლიტიკურ, პროდასავლურ კონსოლიდაციას, გაერთიანებას, ეს მათი გადასაწყვეტია, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია“ აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ „ლელო“ „განაცებისგან“ უნდა გადაარჩინოს.

ვაშაძის თქმით, ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, არ მოხდება და ოპოზიციის ხმები 5%-ს ქვემოთ არ დარჩება.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ „ერთიანობის“ გაერთიანება, მოძრაობა, რომელიც ყველაზე აქტიურად ერთვება საარჩევნო კამპანიაში, ასი დღის განმავლობაში ვაპირებთ მუშაობას. მივესალმებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადადგმულ ნაბიჯებს გაერთიანებებისკენ და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ის, რაც ივანიშვილს უნდოდა, რომ ოპოზიციური ხმები 5%-ს ქვემოთ დაკარგულიყო, არ მოხდება. ეს არის ამოცანა, რომელიც ყველას გვაქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ამიტომ მტკიცე ერთგულება უნდა ვაჩვენოთ
შემდეგი სტატიამათიკაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებებზე – ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ანასხლეტი