28.1 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 10, 2026
banner

ვაშაძე: ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს

“ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ეს რეზოლუცია არის ქართველი ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობის შედეგი.
რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და მას არ აქვს აღიარება. ევროპამ აღიარა ქართველი ხალხი როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ძალაუფლების წყარო. ეს დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რეჟიმი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ განულებულია და ვერანაირი ძალადობით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.
შესაბამისად, გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. შემდეგი ნაბიჯი – არალეგიტიმური რეჟიმის სრული ჩამოშლა და ახალი სამართლიანი არჩევნები. ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს!
დროა, საქართველო გათავისუფლდეს. ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ!
გიორგი ვაშაძე
09.07.2025” -ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილში

banner
წინა სტატიაშიგიგა მაქარაშვილი-სადარბაზოსთან დამხვდნენ შარდის შემგროვებელი ბიჭები
შემდეგი სტატიახოშტარია: ევროპარლამენტმა მიიღო ორწლიანი შეფასების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და ვერდიქტი დაუსვა როგორც „ქართულ ოცნებას“