ვაშაძე: ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გაყინულია

ანექსია, ოკუპაცია აღარ არის ანექსია, წაიღო ტერიტორია, უბრალოდ აიღო და წაიღო აფხაზეთის ნაწილი, გაუფორმა თავის ნაწილად და ეს ხალხი კომისიებს გვიქმნის. ასეთი კომისიები გვინახავს მილიონი, მაგრამ დეოკუპაციაც, დეანექსიაც არის გაყინული, კომისიები ამას ვერ უშველის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დეოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს სისტემური მუშაობა სჭირდება.

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გაყინულია, უფრი მეტიც, რუსეთმა გაბედა და ანექსია მოახდინა საქართველოს ტერიტორიის. აფხაზეთის ნაწილი წაგვართვა, ანუ საერთოდ გადაიფორმა რუსეთის ტერიტორიააო. ეს ხალხი დუმს და არაფერს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, ჩვენთან დარბოდნენ, რომ ერთად გავიქცეთ გაერო-ში, ვაშინგტონში, ყველგან, რომ ეს ანექსია შევაჩეროთ. ანექსია, ოკუპაცია აღარ არის ანექსია, წაიღო ტერიტორია, უბრალოდ აიღო და წაიღო აფხაზეთის ნაწილი, გაუფორმა თავის ნაწილად და ეს ხალხი კომისიებს გვიქმნის. ასეთი კომისიები გვინახავს მილიონი, მაგრამ დეოკუპაციაც, დეანექსიაც არის გაყინული. პირიქით, უფრო და უფრო ხდება მცოცავი ოკუპაცია და სიღრმეში შემოდიან, ხალხს იტაცებენ, კომისიები ამას ვერ უშველის. ამას უნდა სისტემური მუშაობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გიორგი ვაშაძის ინიციატივას საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიაინჯიამ ჟვანიას ოპოზიციის მიერ მის მიმართ გამოთქმული შერაცხმყოფელი განცხადებების გამო ბოდიში მოუხადა