ვაშაძე – ეუთო/ოდირის დასკვნა იქნება ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რის გამოც სასამართლო სისტემაში სრული რეორგანიზაცია მოხდება

სასამართლო მართლმსაჯულებას სრული „რესტარტი“ სჭირდება, ეს არის რეალობა,-ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეუთო/ოდირის დასკვნა.

როგორც მან განაცხადა, ეუთო/ოდირის დასკვნა იქნება ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რის გამოც სასამართლო სისტემაში სრული რეორგანიზაცია მოხდება.

„ეუთო/ოდირის დასკვნა ასახავს იმ სამწუხარო რეალობას, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით არის. შესაბამისად, პირდაპირ ვიტყვი, იმ მოსამართლეებს, ვინც უზენაეს სასამართლოში დანიშნეს, არავითარი ნდობა არ აქვთ არა მარტო ქართული საზოგადოების, არამედ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. სასამართლო მართლმსაჯულებას სრული „რესტარტი“ სჭირდება, ეს არის რეალობა და ამას ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, ასევე ჩვენი ერთიანობით, რადგან თუ არ გავასწორეთ სასამართლო სისტემა და მართმსაჯულება, ამ ქვეყანას არ ეშველება, არც ეკონომიკა წავა წინ, არც ანგარიშვალდებულება იქნება ხალხთან და საერთოდ არაფერი შეიცვლება. ეს დასკვნა იქნება ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რატომაც სრული რეორგანიზაცია მოხდება, როცა ამის დრო მოვა“,-განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში18- 19 წლის არიან, რასაც უნდა იმას დააბრალებენ – პანკისელები სპეცოპერაციაზე
შემდეგი სტატიადეკანოიძე – თუ ხელისუფლება არ მოეგება გონს, საქართველო ვეღარ მიიღებს მაკროეკონომიკურ დახმარებას