ვაშაძე – ეს არჩევნები ხელისუფლების ცვლილებაზეა და არა იმაზე, ჩამოვა თუ არა სააკაშვილი

ვფიქრობ, მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეების დიდმა რაოდენობამ მიიღოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით, – ასე ეხმაურება „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

“ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილებაზე და არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ მთავარ მიზანზე – მივიდეთ ვადამდელ არჩევნებზე. ვფიქრობ, მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეების დიდმა რაოდენობამ მიიღოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ბოლო დროს ჩატარებულ კვლევებს და განაცხადა, რომ მთავარი კვლევა 2 ოქტომბერს იქნება.

“ამ კვლევების სანდოობა არის ძალიან დაბალი, მთავარი კვლევა იქნება 2 ოქტომბერს, სადაც მოვლენ საქართველოს მოქალაქეები და დარწმუნებული ვარ, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელს“ ექნება გაცილებით მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ამ კვლევებში არის მოცემული. ხალხს არ უნდა დღევანდელი და არ უნდა წარსული, მას უნდა სიახლე, განვითარება და ქვეყნის წინ სვლა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ბიზნესკუსის მომხმარებელთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაყაველაშვილი სააკაშვილზე – დავუშვათ, ჩამოვიდა, რას აპირებს, საზოგადოების დაპირისპირებას?