ვაშაძე ემიგრანტებს – თქვენს ხელშია საქართველოს ბედის გადარჩენა, რაც შეიძლება მეტმა უნდა გაიაროთ საკონსულოში რეგისტრაცია

რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი, როცა თქვენ შეგიძლიათ შეატრიალოთ ეს ბედუკუღმართობა, – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაციისაკენ მოუწოდა, რათა მათ არჩევნებში ხმის მიცემა შეძლონ.

ვაშაძის განცხადებით, რაც მეტი ემიგრანტი გაივლის რეგისტრაციას, მით მეტი შანსია, რომ ჩვენ ვიცხოვროთ საქართველოში, რომელიც იქნება ერთიანობის და არა დაპირისპირების.

„დღეს თქვენ ხელშია მართლაც, მნიშვნელოვანწილად, საქართველოს ბედის გადარჩენა. გუშინ „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი გამოვიდა და პირდაპირ ღიად თქვა, რომ მათ არ უნდათ, თქვენ მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში. ისინი არ აპირებენ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნას, მაგრამ გამოსავალი არის. ძალიან გთხოვთ, ძალიან ცოტა დრო დარჩა, თვე-ნახევარი დაახლოებით და ყველამ უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაცია, იმისთვის, რომ თქვენ მოხვდეთ საარჩევნო სიაში. იმისთვის, რომ თუნდაც იმ უბნებზე, რომლებიც იქნება გახსნილი უცხოეთში, თქვენ გქონდეთ საარჩევნო ხმის უფლება. თქვენს ხელშია საქართველოს ბედის გადაწყვეტა. რაც მეტი ემიგრანტი გაივლით რეგისტრაციას, მით მეტი შანსია რომ ჩვენ ვიცხოვროთ საქართველოში, რომელიც იქნება ერთიანობის საქართველო და არა დაპირისპირების. 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი, როცა თქვენ შეგიძლიათ შეატრიალოთ ეს ბედუკუღმართობა. ხელისუფლება, რომელმაც გაიძულათ ქვეყნიდან წასულიყავით, გავუშვათ ქვეყნიდან და წავიდეთ ევროკავშირისკენ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე – ოპოზიციის ნება-სურვილით არ ხდება საარჩევნო უბნების გახსნა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ თელავის რაიონში ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა