“ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული არა მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, არამედ რეჟიმის სისტემური ბოროტება, რომელიც ებრძვის ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს.
ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ხელწერა – ძალადობა და რეპრესიები ყველა პატრიოტი ადამიანის დასაშინებლად. პოლიცია, რომელიც ხალხის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, გადაიქცა რეჟიმის სასჯელის იარაღად.
ჩემი სრული სოლიდარობა ელენეს!
ფაქტია, რომ რეჟიმს უჭირს!
ჩვენ კი ვიბრძვით და გავიმარჯვებთ!”,-წერს სოციალურ ქსელში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, კოალიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე.