2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – “ეს არის იმისთვის, რომ გავაჩეროთ ბრძოლა და გავჩუმდეთ”

“ეს საქმე რაზეა იცით?! – ჩვენ რომ გავაჩეროთ ეს ბრძოლა, უარი ვთქვათ სამართლიანობისთვის ბრძოლაზე, უარი ვთქვათ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, გავჩუმდეთ და ვთქვათ, რომ საქართველოში აღარ იყოს დემოკრატია, შევეგუოთ ამას”, ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა“, გიორგი ვაშაძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის. გვჯერა, რომ საქართველოს ადგილია ევროკავშირში, გვინდა დემოკრატია ამ ქვეყანაში, გვინდა ნორმალური განვითარება, გვინდა, რომ განვითარებულ ქვეყნებს შორის ვიყოთ. ეს საქმე რაზეა იცით?!- რომ ჩვენ გავაჩეროთ ეს ბრძოლა, რომ უარი ვთქვათ სამართლიანობისთვის ბრძოლაზე, რომ უარი ვთქვათ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რომ გავჩუმდეთ და ვთქვათ, რომ საქართველოში აღარ იყოს დემოკრატია, შევეგუოთ ამას. ზუსტად ამიტომაა ეს საქმე. ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც არ უნდა ნახოს საქმე, ნახავს, რომ ცარიელი ფურცლის მეტი არაფერი არ არის, ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელია ამ საქმეში, მეტი არაფერია ჩადებული. ჰკითხეთ პროკურორს, ორი მტკიცებულება მაინც დაასახელოს, რაც დევს საქმეში, ან მოსმენა, ან აუდიოჩანაწერი, არც შეხვედრები არ დევს? – არაფერი დევს. 15-წლიან მუხლზე მოწმეც არ არსებობს. უბრალოდ არის ცარიელი ფურცელი და გვეუბნებიან,- შეწყვიტეთ ბრძოლა სამართლიანობისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უარი თქვით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, უარი თქვით იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ყველას აქვს თანაბარი ცხოვრების უფლება“,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: “ზღაპრებს ჰყვებიან…სინამდვილეში გვასამართლებენ იმიტომ, რომ აშშ-მა დაასანქცირა ივანიშვილი”
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში, საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს