ვაშაძე- ე.წ ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა გერმანული საარჩევნო მოდელის განხილვაზე

“მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ პრესს საქართველოს მოქალაქეებისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან, ისე არავითარ დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდი ან ე.წ ხელისუფლება არ წამოვიდოდა.

ქართული ოცნება აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ, არც წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ.

კატეგიორიული უარი თქვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და რომელსაც 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი.

ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ, სამწუხაროდ, თუ მოინდომებენ მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. არ მივცემთ არასდროს ე.წ ქართულ ოცნებას და მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია მზად არ არის საუბრისთვის ”-ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა,რაც ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა, რომ „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ვერავის მონაწილეობას შეხვედრაზე ვერ დავბლოკავდით, რადგან მისი ინიციატორი არ ვიყავით