ვაშაძე – დიდი ნაბიჯი გადავდგით, რომ ქვეყანა დავიხსნათ პოლიტიკური კრიზისისგან

საკმაოდ რთული დღეა, რადგან ექვსთვიანი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ გადავდგით ნაბიჯი ამ კრიზისის მოგვარებისკენ. დღეს კრიზისი მოგვარებული არ არის, უბრალოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით, რომ ქვეყანა დავიხსნათ მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, რომელიც არის დასათაურებული, როგორც საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს განვითარების გზა და ეს შეთანხმება არის ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი შეთანხმება. შარლ მიშელის დოკუმეენტში აღიარებულია, რომ საქართველოში არის ძალიან ცუდი საარჩევნო სისტემა, რომელიც არ უზრუნველყოფს სანდო არჩევნების ჩატარებას და ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა გავასწოროთ კონკრეტულად ეს საარჩევნო სისტემა. შარლ მიშელის დოკუმენტით აღიარებულია, რომ საქართველოში არის მიკერძოებული მართლმსაჯულების სისტემა და არის კონკრეტული მექანიზმები, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, როგორ უნდა გავასწოროთ ეს მართლმსაჯულების სისტემა. შარლ მიშელის დოკუმენტით შევთანხმდით, რომ აღიარებულია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აქვს დიდი ლეგიტიმაციის პრობლემა“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება არავის მარცხი არ არის.

„ამ შეთანხმებას ზოგიერთი აღიქვამს საკუთარ მარცხად, მაგრამ ჩემი აზრით, ეს შეთანხმება არის ქართველი ხალხის გამარჯვება, ეს შეთანხმება უნდა იყოს ახალი ფურცელი, როგორც ქართულ პოლიტიკაში ასევე საქართველოს განვითარებაში, როცა თითოეულ საქართველოს პოლიტიკურ აქტორს უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის უნდა მოუსმინოს სხვას, ყოველთვის შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ, რომ შეთანხმება არ არის ცუდი, შეთანხება არის ევროპული კულტურა, შეთანხმება დასავლური კულტურა, ეს არის ის მისწრაფება საითაც ჩვენ მივდივართ ყველანი. ეს არის უზარმაზარ შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და არ გავაჭიანუროთ პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ყველა ის ცვლილება რომელიც ამ დოკუმენტით არის ნაჩვენები და კიდევ ერთი დიდი კულტურა ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხდა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე – 30 წელია, პარლამენტის დარბაზში არ ვყოფილვარ
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – ჩვენს ქვეყანას ისე თუ მოვეპყრობით, როგორც დედა შვილებს და არა, როგორც დედინაცვალი, შევძლებთ, სახელმწიფო გავიდეს სამშვიდობოს