ვაშაძე – დავაინიცირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას როგორც 2020, ასევე 2018 წლის არჩევნებთან დაკავშირებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პრიორიტეტულია იმ ცვლილებების განხორციელება, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია ასახული, შემდეგ კი მხარს დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას როგორც 2020, ასევე 2018 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.

„მე ჩემი პოზიცია მაქვს და აუცილებლად გავუზიარებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. არ დავაყენებ საფრთხის წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების შესრულებას. ჩემთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია საარჩევნო კოდექსი დროულად იყოს მიღებული, თვიმმართველობის კანონში დროულად იყოს ცვლილებები, მართლმსაჯულების რეფორმა დროულად დაიწყოს და რაც მთავარია, საკონსტიტუციო ცვლილებები რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს, რომელსაც თავის დრო აქვს. ამის შემდეგ საგამოძიებო კომისიის მომხრე ვარ. იმედი მაქვს, რომ ამ დროისთვის 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა გვექნება და ჩვენ დავაინიცირებთ, როგორც 2020, ასევე 2018 წელზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. აუცილებელია, საქართველოში გაყალბებას სწორი პროცედურით დაესვას წერტილი. ერთი მექანიზმი არის ცვლილებები, მეორე მექანიზმი კი ხალხის სამსჯავროზე წავაყენოთ ის ადამიანები, ვინც არჩევნები გააყალბა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიამუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილი ექსპონატები მუზეუმებს უბრუნდება