ვაშაძე: დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, უნდა დავასრულოთ

„ჩემი პოზიციაც ეს არის და ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ“,- ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებული საკითხები საბოლოო დოკუმენტშიც აისახება.

„ალბათ, ვუახლოდებით მოლაპარაკებების დასასრულს. ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მე ამის მომხრე ვარ და ეს არაერთხელ განმიცხადებია. ყველა ის საკითხი, რაც იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, აუცილებლად იქნება საბოლოო დოკუმენტშიც. ნამდვილად არ ვიცი საბოლოო შინაარსი, მაგრამ ვნახოთ, დაველოდთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის მხარე გააკეთებს დღეს განცხადებას და გვეტყვის, როგორ უყურებენ ისინი პროცესს დღეის შემდეგ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,როგორც შარლ მიშელის დოკუმენტშია, ორივე საკითხი პოლიტპატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება. რა იქნება შიგნით მოხსენიებული ან როგორი მეთოდით იქნება, რა მიდგომა იქნება გამოყენებული, ეს ნამდვილად არ ვიცი. რომ ვიცოდე, სიამოვნებით გეტყოდით, მაგრამ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ მაქვს“,-განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, პოლიტიკური კრიზისისის დასრულებისთვის შეთანხმება აუცილებელია.

„ერთი რა შემიძლია გითხრათ, ჩემი პოზიციაც ეს არის და ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ საბოლოო ნაბიჯებისკენ მივიდეთ. ან ხდება შეთანხმება ან ვერა, ორი ვარიანტია. ღიად და გულწრეფლად გეუბნებით, ჩემი ქვეყნისთვსის, ჩემი სამშობლოსთვის მგონა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია და უნდა მოხდეს, მაგრამ ასევე ვთქვი, რომ შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე ვერ მოხდება. ამაზე მივიღე პასუხი, რომ ამ დოკუმენტში ყველა საკითხი გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა არის ის, რომ “ოცნება” აუცილებელ ცვლილებებს დაეთანხმოს