ვაშაძე – ჩვენი პოზიციაა, იმ რედაქციით იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც მოხდა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

ჩვენი პოზიციაა, იმ რედაქციით იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც მოხდა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება ისმის.

„ვერ გავიგე, რა უნდათ და რა მიზანი ამოძრავებთ. ძალიან კარგად ვიცით, რაზე მოხდა შეთანხმება და საკონსტიტუციო ცვლილებები არ იყო ამოგლეჯილი შეთანხმებებიდან, ეს იყო წყება საკითხების, რაზეც მოხდა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ჩვენი პოზიციაა, რომ სწორედ იმ რედაქციით იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ალბათ, რაიმე შეხვედრა გაიმართება, სადაც გაგვაგებინებენ, საერთოდ რა უნდათ და რაზეა ლაპარაკი. მკაფიო პოზიცია გვექნება, რომელსაც სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ. მათი მთავარი სამიზნეა, რომ როგორმე 5-პროცენტიანი ბარიერი შეინარჩუნონ 2024 წლისთვის, რადგან ასეთ შემთხვევაში, გადაუნაწილებელი მანდატები შეიძლება, აღმოჩნდეს საკმარისი, რომ უმრავლესობა როგორმე შეინარჩუნონ.

მეორე ვარიანტია ის, რომ ნამდვილად ეშინიათ რიგგარეშე არჩევნების. ამბობენ, რომ არ ეშინიათ და რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, მაგრამ ჩანს, რომ ეშინიათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს
შემდეგი სტატიაგამოკითხული მოსახლეობის თითქმის 54 პროცენტი, არჩევანის შემთხვევაში, „ფაიზერით“ აიცრებოდა