ვაშაძე – ჩვენი ყველა პარტნიორის პოზიციაა, რომ გამოსავალია მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ევროპის მიმართულებით, რასაც ვემხრობი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები დასვეს.

ვაშაძის თქმითვე, დასავლელი პარტნიორები ყალიბდებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობიდან გამომდინარე გამოსავალი ევროპის მიმართულებით მისი ტრანსპორტირებაა.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ შეხვედრაზეც იყო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარი, მათ შორის, სენატორების და კონგრესმენების მხრიდან დაისვა კითხვა ამასთან დაკავშირებით. გულწრფელად, ყველამ ვთქვით და ამას ღიად ვიტყვი იმისთვის, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციისკენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა მოხდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა. ჩვენი უფრო და უფრო მეტი დასავლელი პარტნიორი ყალიბდება იმაზე, რომ გამოსავალი ამ შემთხვევაში არის მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ტრანსპორტირება დასავლეთის – ევროპის მიმართულებით, რაც მათი პოზიციაა და რასაც ვემხრობი, რადგან უნდა გვესმოდეს, ამ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ვართ, დღეს, სამწუხაროდ, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოდან ვერ გამოვალთ, მაგრამ ერთია, მიშას გადაყვანა, მეორეა, კონკრეტული ნაბიჯები რეფორმების კუთხით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – გვინდა ნატო? – მეტი რეფორმებია საჭირო, გვინდა ევროკავშირი? – რეფორმები და ცვლილებებია საჭირო
შემდეგი სტატიადეკანოიძე – ხელისუფლებამ უნდა გადადგას ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ ქვეყანაში გადაყვანაში