ვაშაძე – ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, უკვე იქნებოდა გამოყენებული

„ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, დიდი ხანი იქნებოდა ეს კომპრომატი უკვე გავრცელებულიც და გამოყენებულიც ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან. ასე რომ, ეს არის ტყუილი, ზღაპარი და ძალიან ვთხოვ ალეკოსაც, იაგოსაც, ყველას, აქცენტი იყოს „ქართული ოცნება“ და არა – ოპოზიცია.

დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ განცხადებებს, სიმართლე გითხრათ, იმუნიტეტი გამომიმუშავდა ამერიკაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ რასაც ხელს უშლის, ასეთი პოზიციონირება ნამდვილად უშლის მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებას. დანარჩენი, თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა დაანებონ თავი ჭორაობას, ეს არის ჭორაობა, პოლიტიკოსი დაკავებული უნდა იყოს არა შეთხზვით, არამედ საქმის გადაწყვეტით.

…ვისთან ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, ეს გამოჩნდება, მაგრამ არ ვაპირებთ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან. პოლიტიკოსებიც და საზოგადოებრივად აქტიური პირები უნდა გავერთიანდეთ, რომ კრიზისიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა. პოსტ–ივანიშვილისეულ პერიოდში… თვითონ დაამთავრა თავისი პერიოდი ივანიშვილმა, თქვა რომ წავედი… ვფიქრობ, რომ ბევრი რესურსი არსებობს, რომ ბევრმა ადამიანმა ვინც ფიქრობდა, რომ “ქართულ ოცნებას” მის გამო უჭერდა მხარს, ახალი არჩევანი გააკეთონ” – ამბობს “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე

banner
წინა სტატიაშითურნავა – ენგურჰესზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება
შემდეგი სტატიაინჯია: სააკაშვილს თუ უნდა, რაიმე დასკვნა გააკეთოს, მაშინ საქართველოში ჩამოვიდეს