ვაშაძე: ჩემი ხმა სრულად პროპორციულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

„ყველას აქვს თავისი გზა, ზოგი დატოვებს, ზოგი არ დატოვებს, მაგრამ სექტემბერში ამ პარლამენტმა უნდა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც უნდა გადავიდეთ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. „ქართულ ოცნებას“ ამ ცვლილებების ჩაგდების შანსს არ მივცემ. ერთადერთი სესია გვაქვს არჩევნებამდე დარჩენილი და ეს სესია არის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა. ჩემი ხმა სრულად პროპორციულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება. ჩვენი მთელი ფრაქცია აუცილებლად მხარს დაუჭერს ამ მიღწევას. ამისთვის ჩვენ გვჭირდება დასავლელი პარტნიორების გააქტიურება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ივანიშვილი ვერ ეღირსება ამეჯრად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას
შემდეგი სტატიაბობოხიძე: საერთო ამოცანა უცვლელია, ოპოზიციამ ერთობლივი ძალებით უნდა დავამარცხოთ “ქართული ოცნება”