ვაშაძე – ცესკომ ტესტი ვერ ჩააბარა, კანფეტია ე.წ. სისხლიან ბანერებზე გამოსახული თუ ორცხობილა?

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის“ გიორგი ვაშაძის განცხადებით, ცესკო-ს განცხადება ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ცესკო ახლა „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებს, რაც სამწუხაროა.

„ეს ბანერები შუაში კი არა თავშია და ვინმე მოიტყუვდება რომ არჩევნებთან კავშირში არ არის? კანფეტია ამ ბანერზე გამოსახული თუ ორცხობილა? ამიტომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ეს. პირდაპირ რომ ვათქვათ, ეს ბანერები ადამიანების ტვინზე ძალადობაა. მეტიც, სატელევიზო კლიპებში იმდენი რეგულაციები შემოიღეს, ჩვენ რომ ამასთან მიახლოებული რამ გაგვეკეტებინა ან უბრალოდ გაგვეკრიტიკებინა კლიპში „ქართული ოცნება“ იმასაც კი არ გაუშვებდა. შესაბამისად, ეს არის უკანონობა. სამწუხაროა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს ტესტი ვერ ჩააბარა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით დასკვნას არ ეთანხმება
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭრით, თბილისში YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა