ვაშაძე – ასლან ბჟანიას განცხადება ხელისუფლების პოლიტიკის სრული კრახის კიდევ ერთი დადასტურებაა

“აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადება, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და იქ დევნილების დაბრუნების საკითხი არც განიხილება, ოკუპაციასთან მიმართებაში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის სრული კრახის კიდევ ერთი დადასტურებაა. წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებულმა „რუსეთის არ გაღიზიანების“ უგუნურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო მეტად დაამძიმა ადამიანების ყოფა, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ოკუპაციის ზოლთან მცხოვრებთა, როდესაც ოკუპანტების სითავხედეს „მცოცავი ოკუპაციის“ მასშტაბების ზრდა, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებები თუ მკვლელობები მოჰყოლია. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია, რომლითაც ხელისუფლებას საერთაშორისო რეზონანსი უნდა გამოეწვია და გაეზარდა მხარდაჭერა, სამწუხაროდ, „ფარატინა ქაღალდად“ იქცა, არადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით უდიდესი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა და მთელი მსოფლიოსთვის დაენახებინა, თუ რა სისასტიკე და განუკითხაობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მოვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სათანადო რეაგირება მოახდინოს ასლან ბჟანიას განცხადებასთან დაკავშირებით” – გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიმზიურში ლიეტუვური კინოსა და კულტურის ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“ გაიმართება
შემდეგი სტატიაავტობუსები – N12, N22, N58, N30, N91 და N92 BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება