ვაშაძე – არ ვიცი, კონკრეტულად ვინ იყო თაკო ჩარკვიანთან მისული

„ჩემთან არ ყოფილან, მასთან იყვნენ მისულები. ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტულად ვინ იყო მისული, არ დავინტერესებულვარ, რადგან ზუსტად ვიცი, რა პასუხსაც მიიღებდნენ თაკო ჩარკვიანისგან ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, ეს პროცესები უფრო აქტუალური იყო რამდენიმე კვირის წინ, რომ ეგონათ ვიღაცებს გადაიბირებდნენ, მაგრამ დღეს „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ ოპოზიცია ერთიანია და ურჩევნიათ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ზურგს უკან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა: „კობახიძის ტიპები უკვე ოჯახებში დაძრწიან გადასაბირებლად“.

banner
წინა სტატიაში“არც ერთი ელისაშვილი, არც ერთი ენუქიძე, არც ერთი ღობეგლეჯიაშვილი დამატებით „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება”
შემდეგი სტატიაროგორ ტოვებს ვაზიანის სამხედრო ბაზას დაკარგული ჯარისკაცი – თავდაცვა კადრებს ავრცელებს