ვაშაძე – არ დაიზაროთ, გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე

ადამიანები არღვევენ 100 – მეტრიან დისტანციას და ამომრჩევლის ნების კონტროლი სიებით ხდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მივა და დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, მით ნაკლები ხმის გაყალბება იქნება შესაძლებელი.

„არჩევნები მიდის დარღვევებთან ერთად. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ფაქტია, განსაკუთრებით ქუთაისში. ჩვენი წარმომადგენლები აქტიურობდნენ იმისთვის, რომ წინასწარ შევსებული ოქმი გაბათილებულიყო. 3 საათზე ცოტა მეტია დარჩენილი და გულწრფელად მინდა გთხოვოთ ყველას, მიხვიდეთ არჩევნებზე. წლევანდელი აქტივობა არის მცირედით ნაკლები ვიდრე გასული წლის და სწორედ ამ აქტივობაზე, ყველა ადამიანის ხმაზე არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარების მშვიდობიანი ხვალინდელი დღე.

ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის და იმისთვის, რომ გავარღვიოთ ეს დაპირისპირების მოჯადოებული წრე და დავიწყოთ ნორმალური განვითარება ქვეყანაში. არ დაიზაროთ, გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე. განსაკუთრებით მინდა თბილისს ვთხოვო, რადგან თბილისში დაბალი აქტივობაა გასულ წელთან შედარებით, ვიდრე რეგიონებში. მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი ხმა, იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის მისვლა ნიშნავს, რომ ნაკლები ხმა შეიძლება გაყალბდეს. გთხოვთ მიხვიდეთ არჩევნებზე, 3 საათზე ცოტა მეტი დარჩა, ნამდვილად ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ყველას ერთად ერთი დიდი ისტორიული ნაბიჯი გადავდგათ წინ და წერტილი დავუსვათ ამ ქვეყანაში დაპირისპირებას. ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა, 3 საათია არჩევნების დასრულებამდე, ცოტა სიცივეა გარეთ, მაგრამ არც ისეთი, რომ ვინმე შეგვაჩეროს”, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“სამეგრელოში დაფიქსირდა ფაქტები, როცა რეგისტრატორები ამომრჩეველზე გაცემულ ბიულეტენებს არ ურტყამენ ბეჭედს, ასევე არ აფიქსირებენ ხელმოწერას, რაც იწვევს ბიულეტენის გაბათილებას”
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: გადადეთ ყველაფერი და წადით არჩევნებზე