ვაშაძე: ამნისტიის კანონზე წინასწარი დასკვნებისგან ყველამ შევიკავოთ თავი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ყველას მოუწოდებს, ამნისტიის კანონთან მიმართებით წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ.

„ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, გთხოვთ, ყველამ შევიკავოთ თავი წინასწარი დასკვნებისგან, რადგან უამრავი მცდარი ინტერპრეტაცია ვრცელდება, რაც განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს დაზარალებულებზე. სამწუხაროდ, ზოგიერთი მიზანმიმართულად აკეთებს ამას! პირობას გაძლევთ, სამშაბათია ბოლო ვადა, როცა ყველა ყველაფერს ნახავთ! რადგან ახლა მიმდინარეობს კანონპროექტის შემუშავება და ყველაზე გვიან სამშაბათს დარეგისტრირდება. რაც მთავარია, ყველა თვალის ამომთხრელი მიეცემა პასუხისგებაში და დადგება დრო, ყველა დავალების გამცემი დაისჯება!“, – ნათქვამია გიორგი ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა
შემდეგი სტატიახაზარაძე: თუ ვინმეს უკეთესი სცენარი აქვს, მოგვაწოდეთ და მზად ვართ განვიხილოთ