ვაშაძე – ამნისტიის კანონზე კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გვექნება, 15-20 სხვადასხვა ტიპის კანონია მისაღები

„ჩვენ ჩვენს ნაბიჯს ვდგამთ, დღეს ველოდებით, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება მოხდება. პარალელურად ჩვენ დღესვე გვექნება პარლამენტში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით და არა მხოლოდ, 15-20 სხვადასხვა ტიპის, საკონსტიტუციო ცვლილებები, ორგანული და სხვა კანონია მისაღები და გვინდა, რომ ინვენტარიზაცია გავაკეთოთ, რა არის დღეს პარლამენტში ინიცირებული, რომ შეთანხმება, რომელიც არის საქართველოს ევროპისკენ ინტეგრაციის ერთადერთი გზა, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს,“- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში მისვლისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება
შემდეგი სტატიათალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატობაზე – ეს გახლავთ მიზანმიმართულ ჭორი