ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა შენებას!

ასედღეს ნენსკრა ჰესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ჭუბერის კლუბში. მოსახლეობასთან შეხვედრას ამას ვერ დავარქმევთ, რადგან კრებას ესწრებოდა დაახლოებით 15 ადგილობრივი, ჭუბერის თემი კი მოგეხსენებათ 300 კომლიანია. ჰესის მესვეურებმა ხოტბა შეასხეს პროექტს და წარმოადგინეს ჭუბერის აყვავების და გაბრწყინების სიტყვიერი გეგმა. თუმცა, როდესაც კონკრეტული კითხვები ისმის სეისმოლოგიურ თუ გეოლოგიურ კვლევებზე, პასუხი ბუნდოვანია. ტურიზმის განვითარება და ჰესის მშენებლობა თურმე პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, რეკრეაციული ზონა ჰესის ტერიტორიაზე წარმოგიდგენიათ?.. წყალგაყვანილობის სისტემა გაკეთდება და ოჯახები დასაქმდებიან, შემოსავალი ექნებათ… ისეთი პროექტი ხორციელდება, გვშურსო ჭუბერლების და არა მგონია რომელიმე სვანს ეს არ უხაროდესო… პირდაპირ აღფრთოვანებულები ვართ, მალე მგონი კოსმოსშიც გავფრინდებით… ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა შენებას!..

წყარო

 

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, პროექტის ინვესტორის „ქეი ვოთერისა“ და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ჭუბერში შეხვდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ წარუდგინეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ჭუბერისა და ნაკრის თემის სოციალური პროექტების დაფინანსებას და განვითარებას შეეხება.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები პრეზიდენტს ურჩევენ, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო არ დაადოს
შემდეგი სტატიახელისუფლებას რომ სასამართლოზე გავლენა ჰქონდეს, ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენები არ დადგებოდა