ვასაძის გეგმები:”ჩვენი საბოლოო მიზანი არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება”

ჩვენი საბოლოო მიზანი არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება – ამის შესახებ პარტია “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ პრესკონფერენციაზე თქვა.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ვასაძეს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას.

“ჩვენი საბოლოო მიზანი არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და ეს არის ჩვენი სამიზნე. მივიღებთ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ამაზე ძალიან ფართო მსჯელობა მიმდინარეობს გუნდში და თავის დროზე ამას ჩვენ ოფიციალურად გამოვაცხადებთ”,– ამბობს ლევან ვასაძე.

banner
წინა სტატიაში“ინდური შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და არის ახლაც”
შემდეგი სტატიატიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე: სახალხო დამცველს გააჩნია თავისი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული