ვასაძე: მოვუწოდებ “ოცნების” ლიდერებს გააუქმონ დაანონსებული ე.წ პრაიდი

ლევან ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, 5 ივლისს “თბილისი პრაიდს” პრაიდის ჩატარების უფლება არ მისცეს. პრაიდის ჩატარების შემთხვევაში ვასაძე აქციით იმუქრება.

“მე მოვუწოდებ “ქართული ოცნების” ლიდერებს, მოეშვან ამ თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი ან დადგნენ საზოგადოებრივი ნორმის მორალისა და ტრადიციების გვერდზე და გააუქმონ დაანონსებული ე.წ პრაიდი…

ფართო სახალხო პროტესტი, რომელიც ამის ჩატარებას საქართველოში არასოდეს დაუშვებს, ჩვენ უბრალოდ განზე გავდგებით ამ პროტესტს შევუერთდებით და აგერ ნახეთ, რა პასუხს გაგცემთ ხალხი”,- აცხადებს ლევან ვასაძე.

banner
წინა სტატიაში“ეს მსოფლიო რუკიდან უახლოეს პერიოდში გაქრობას გვიქადის”- სააკაშვილის პროგნოზი
შემდეგი სტატიანატოს მორიგ სამიტს ესპანეთი უმასპინძლებს