“ვასაჩივრებთ ცესკო-ს ხელმოწერილ შემაჯამებელ ოქმებს და მოვითხოვთ მის ბათილობას”- “ნაციონალური მოძრაობა”

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 2, 2017 12:21

“ვასაჩივრებთ ცესკო-ს ხელმოწერილ შემაჯამებელ ოქმებს და მოვითხოვთ მის ბათილობას”- “ნაციონალური მოძრაობა”

„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიერ ხელმოწერილ ოქმებს ასაჩივრებს. ამ საკითხზე სპეციალურ ბრიფინგზე ენმ-ს ილდერმა ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა.
ენმ-ში ამბობენ, რომ ისინი ითანამშრომლებენ სხვა პოლიტიკურ პაერტიებთან, რომლებიც იმავე ერთობლივი სარჩელის მომზადებას გეგმავენ.“გუშინ პარტიული ნიშნით დაკომპლექტებულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ძალიან იდილიურ გარემოში შეაჯამა თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნების შედეგები და დაამტკიცა შემაჯამებელი ოქმები. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, დღესაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ოქმები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას, ვინაიდან ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. წინასაარჩევნო გარემო იყო არაკონკურენტული, ხოლო არჩევნების დღეს მასიური ხასიათი ჰქონდა ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომლებმაც არსებითი გავლენა იქონიეს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ჩვენ არჩევნების პროცესშიც და შემდეგაც არაერთხელ წარვუდგინეთ საზოგადოებას ის ფაქტები, რომლებიც ადასტურებს ზემოაღნიშნულს. მასიური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც არის კონკრეტულად „ქართული ოცნების“ ნოუ ჰაუ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო უპრეცენდენტო მასშტაბით, გრძელდებოდა კარუსელების პრაქტიკა, იყო მოსყიდვა, იყო დაშინება, ოქმების შეცვლა და არაერთი ისეთი ფაქტი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს არჩევნები იყო სხვა არაფერი თუ არა სპეცოპერაცია. მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მხოლოდ თბილისში შეტანილ იქნა 600-ზე მეტი საჩივარი ამა თუ იმ უკანონობასთან და დარღვევებთან დაკავშირებით, თბილისის ათივე ოლქში დაიწერა გასაჩივრების ოქმი, რომელიც დეტალურად ასახავს იმ უკანონობებს, იმ დარღვევებს, რომლებმაც გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგზე. დღეს, კანონით დადგენილ ვადაში ჩვენ ვასაჩივრებთ ცესკო-ს მიერ გუშინ ხელმოწერილ შემაჯამებელ ოქმებს და მოვითხოვთ სასამართლოში ამ ოქმების ბათილობას. ჩვენი ინფორმაციით, პრაქტიკულად ყველა სხვა ოპოზიციური პარტია იზიარებს ამ შეფასებას. ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ კომუნიკაციებში ამ პარტიებთან და გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ყველა პარტიასთან, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა დღეს არის ივანიშვილი და მის მიერ თავსმოხვეული უკანონობა“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
00
FaceBookGoogle+ 22

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 2, 2017 12:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,714
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics