„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ კანონების წინააღმდეგ, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და რომლებიც, პარტიის შეფასებით, პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას უზღუდავს. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის ოფიციალურ განცხადებაში.
პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ასევე არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და საერთაშორისო სტანდარტებს.
ვასაჩივრებთ ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ კანონებს, რომლებიც “ოცნების” პარლამენტმა პროევროპული პარტიების და ზოგადად დემოკრატიის გასაუქმებლად საგანგებოდ მიიღო,- ნათქვამია განცხადებაში.
















