,,ვართ პარლამენტში და არა “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის” ან “თავისუფალი დემოკრატების” თავყრილობაზე”

თუ არა “რესპუბლიკური პარტია”, მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა

გთხოვთ გავითვალისწინოთ, რომ ვართ საქართველოს პარლამენტში და არა “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის” ან “თავისუფალი დემოკრატების” თავყრილობაზე, – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას კოლეგებს დავით უსუფაშვილმა მიმართა.

უსუფაშვილმა პარლამენტის შესაბამის სამსახურს დაავალა, პარლამენტის ვებ-გვერდზე დღესვე დადოს 30 მარტის სესიის რეგისტრაციის მონაცემები – ვინ იყო პარლამენში, ვინ – არა, რატომ არ შედგა სხდომა და რატომ ვერ გაიმართა უშიშროების სამსახურის უფროსის მოსმენა.

“ჩვენ ვმართავთ საქართველოს პარლამენტის სხდომას. 30 მარტს საქართველოს პარლამენტის სხდომა ვერ შედგა – არა უმრავლესობის სხდომა ვერ შედგა, არამედ – საქართველოს პარლამენტის სხდომა. საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ ყველა. ამ ინსტიტუტის გამართულ ფინქციონირებაზე პასუხისმგებლები ვართ ყველა – ამიტომ ყოველგვარი კენჭების სროლა აქეთ-აქეთ, ვინ სწორად იქცევა და ვინ – არა, თუ მხოლოდ თავისი რიგებით ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის მუშაობას, ეს ხალხი თუ ის ხალხი, ვინც აქ ზის და პოლიტიკური მოტივებით რეგისტრაციაცა არ გადის – ამის შეფასება ამომრჩეველმა გააკეთოს”, – მიმართა კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღევანდელი სხდომა განმეორებითი კენჭისყრისას გაიხსნა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ ჩატარდა 30 მარტს. მიზეზი კვორუმის უქონლობა იყო. შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა ჩაიშალა.

banner
წინა სტატიაში“გირჩი” საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს კონსულტაციებს სთავაზობს
შემდეგი სტატია“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის დარღვევაზე გამოძიების დაწყების სტატისტიკა თითქმის ყოველწლიურად მცირდება