“ვარშავიდან უნდა წამოვიღოთ ისეთი ტიპის შეთანხმება, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის“ – თინა ხიდაშელი

ნატოს კვირეულის ფარგლებში, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი მიმდინარეობს. როგორი იქნება ოფიციალური თბილისის დამოკიდებულება მოახლოებული ვარშავის სამიტის მიმართ, გამომსვლელებმა საკუთარი შეფასებები გააკეთეს.

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოს სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ.

„ნატოსთან დაახლოების მიმართულებით, ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით. იმედი მაქვს, ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში, საქართველო მკაფიო გზავნილს მიიღებს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, მთავარი ამოცანა ვარშავის სამიტზე არ იქნება მაპ-ის მოთხოვნა, მისი განმარტებით, საქართველო ეცდება მეტი უსაფრთხოების მექანიზმები წამოიღოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან.

„არ უნდა ველოდოთ და არ ვითხოვთ, ეს სხვადასხვა ამბავია. არ ვითხოვთ, რადგან ჩვენ დეკემბრის მინისტერიალზე გაცილებით უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგით ნატოსკენ. ჩემი როგორც თავდაცვის მინისტრი მთავარი ამოცანაა, ვარშავის სამიტიდან უნდა წამოვიღოთ ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის,“ – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ვინ იქნება ვარშავის სამიტისთვის საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხიდაშელი აცხადებს, რომ „ეს პრემიერმინისტრის გადასაწყვეტია. ამ წუთის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი არის ის ადამიანი, ვინც თქვენ გესაუბრებათ,“ – განაცხადა ხიდაშელმა.

ღონისძიებას ესწრებიან ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები. ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი მინისტრი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს
შემდეგი სტატიაბაქომ ერევანი ყარაბაღში დაღუპულების ფოტოების ფალსიფიცირებაში დაადანაშაულა