ვარშავაში უკრაინის ევროინტერგაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

varshava2დღეს ვარშავაში უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების უმეტესობა უკრაინულ ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები. “ჩვენ რუსეთის აგრესიას ვგმობთ და მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროინტერგაციას. უკრაინა ევროპული ქვეყანაა და მას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა”- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სტაშეკ კ-მ. დემონსტრაციამ სტარტი ქალაქის ძველ უბანში აიღო.
აქციის მონაწილეები მღეროდნენ უკრაინულ სახუმარო სახლხურ სიმღერას “Ти ж мене підманула “.

სპეციალურად “თაიმერისთვის” ვარშავადან ეკატერინე ლემონჯავა

 

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა და ცხედარი წყლიდან ამოიღეს
შემდეგი სტატიააქცია ვარშავაში: ცხენი მეგობარია