ვარშავამ ამერიკას მოუწოდა პოლონეთში მძიმე ბრონირებული ტექნიკა შემოიყვანოს

ვარშავამ ამერიკას მოუწოდა პოლონეთში მძიმე ბრონირებული ტექნიკა შემოიყვანოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტოლდ ვაშიკოვსკმა ნატოს მოუწოდა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი გაამაგროს, რუსეთის შესაძლო აგრესიისგან დასაცავად. ამის შესახებ მან ჟურნალ Foreign Policy-ში გამოაქვეყნა სტატია.
“პოლონეთი და აშშ ახლა, სტრატეგიულ პარტნიორებზე მეტი არიან: ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და მოკავშირეები, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ… ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი უნდა გამაგრდეს როგორც პოლონეთის უსაფრთხოების, ასევე ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ჩვენ ზუსტი გზავნილი უნდა გავუკეთოთ პუტინის რუსეთს, რომლის შიდა პოლიტიკა ჩვენი დაშლისკენ არის მიმართული” – ნათქვამია ტექსტში.

ვაშიკოვსკის აზრით, ამერიკა “საკუთარ გარსში არ უნდა დაიმალოს და იზოლაციის პოლიტიკა არ უნდა გაატაროს”, საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, “პოლონეთის მთავრობა მიესალმება, თუკი ამერიკელები რეგიონში მძიმე ბრონირებულ ტექნიკას დააყენებენ” – აღნიშნა მან.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ჩვენ გვინდა სასამართლოც და მედიაც დამოუკიდებელი იყოს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო