ვარშალომიძე: ორ საათში ბათუმში ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ რუსული ოცნება

“მე ახლა ვარ ტრაპიზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავს მოხვეული რუსული ოცნება”. – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა.

“თუ ვინმეს ეგონა, უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო, საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდა […] შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ისტორიულ გაუგებრობას და ჯერ არარსებული ტემპით გავავითარებთ ჩვენს ულამაზეს საქართველოს. აბა, დროებით, შეხვედრამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”. – ამბობს ვარშალომიძე.

ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ეროვნული საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელად ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიშნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2004-დან 2012 წლამდე იკავებდა.

2015 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს იკავებდა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ლევან ვარშალომიძე თავის მრჩევლად დანიშნა.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნების ცენტრალური ოფისის ერთერთ თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით: ეს არის უმძიმესი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ