ვარო კვარცხელია ნიკა კვარცხელიაზე-ცხოვრების გარიჟრაჟიც საკმარისი გახდა, მრავალშრიანი კვალი დაეტოვებინა

ნიკა კვარცხელიას შეეძლო ეთქვა:,, მადლობელი ვარ, დამბადებელო,ჩემიდან
შექმენ ისეთი გუნდა, როგორიც ამ დროს საჭირო არის, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა.”
არ დააცალეს!
მაინც მოასწრო!
ცხოვრების გარიჟრაჟიც საკმარისი
გახდა, მრავალშრიანი კვალი დაეტოვებინა.
დიდი ბაბუას სახელისა და გვარის მატარებელი იყო ნიკოლოზ კვარაცხელია.ამ წინაპრის ეზო_კარში
ატარებდა ზაფხულის დღეებს,კაჟდებოდა ლაკადისპირა
სოფლის ჰაერით,ბანაობდა
ჭანისწყალში.
მშობლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ვაჟიშვილმა გაითავისა ის ღირებულებები,რასაც ოჯახი აძლევდა
_კეთილშობილება,მოყვასისა და სამშობლოს სიყვარული.
ოჯახმა მისცა სწორი ორიენტაცია ვაჟს
პროფესიის არჩევაშიც.
ნიკა ესწრაფოდა,
ინოვაციური აზროვნება და საქმიანობა
თავისი ქვეყნისთვის მიეძღვნა.
22წლის ბიჭმა მოასწრო დიდი მიზნის დასახვა და იდეის საქმედ ქცევა.
აბა,ჩავიხედოთ ჩვენი ოჯახის ისტორიებში და გულწრფელად
ვთქვათ,რომელმა შევძელით
ასეთი სულიერი ღირებულებების
საკუთარ შვილებში ჩადება?
ამ ოჯახმა შვილი საქართველოს
მომავალს აღუზარდა.
ნეტავ, მიწა მე დამყროდა
და შენ დიდხანს,დიდხანს
გეცხოვრა ამ მზისქვეშეთში…
გეაზროვნა და განგეხორციელებინა…
დაოჯახებულიყავ და გამრავლებულიყავ…
გეშენებინა ადამიანებთან ურთიერთობები…
და ეს ყველაფერი შენი კეთილშობილებით გემშვენებინა!
საქართველოში ჩამოხვედი
საქართველოსთვის,მაგრამ
საქართველომ ვერ დაგიცვა…
დღისით,მზისით შუა ქალაქში
ჩაგცხრილეს მზეჭაბუკი…
რა გითხრათ!სახელმწიფოა ეს?
თანავუგრძნობ ოჯახს,ახლობლებს!
გისამძიმრებ,ჩემო სამშობლოვ!-წერს წალენჯიხის დამსახურებული  მასწავლებელი ვარო კვარცხელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიმე ასეთი მწყობრიდან გამოსული ჩემი თავი არც მახსენდება-ლევან ქარდავა ნიკა კვარცხელიაზე
შემდეგი სტატიაამ უმოწყალო, სისხლიანმა და ძალადობრივმა ქვეყანამ წაიყვანა იმ ადამიანის სიცოცხე, რომელსაც ჰქონდა მომავლის, უკეთესი სამყაროს გასაღები