„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, მიხეილ მაჭავარიანის შვილის, ვარდენ მაჭავარიანის ვიდეომიმართვას ეხმაურება.
ლიპარტელიანი მაჭავარიანს „პატარა ნაციონალს“ უწოდებს და მის სადებატო მზაობას ყალბს უწოდებს:
„ვარდენ მაჭავარიანი ჯერ პრემიერ-მინისტრის მიწვევას გაექცა და ვერ გაბედა ტელეკომპანია ‘იმედზე’ დებატებში მისვლა… ჩვენს შეხვედრებს ცოტნე ივანიშვილიც ესწრებოდა და შეეძლო, ნებისმიერ შეხვედრაზე მოსულიყო. ვერც ჩვენთან მოსვლა გაბედა, რადგან იცის, რომ კამათი მისთვის მარცხით დასრულდება“.














