ვარლამ გოლეთიანი – 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში

23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმაი ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს იგეგმება 16:00 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები, ფართომასშტაბიანი აქცია კი, დედაქალაქში 23 მაისს გაიმართება.

„ნამდვილად არ გვსიამოვნებს ფართომასშტაბიანი აქციების გზა, გვერჩივნა დიალოგის ფორმატში გაგრძელებულიყო“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიუქმე დღეების ასანაზღაურებლად განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა
შემდეგი სტატიაჭიათურაში მაღაროელები ხელფასის 50%-ით მომატებას მოითხოვენ – პროტესტი გრძელდება