ვარკეთილში სპეცოპერაციისას ძმები შენგელიები დააკავეს – არსებული ინფორმაციით, ისინი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდნენ

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცავებმა შუამთის 10 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსიდან ძმები ბექა და გიორგი შენგელიები აიყვანეს, რომლებსაც არსებული ინფორმაციით, 3 კვირა, ზუგდიდში მოქალაქის დაჭრის გამო ეძებდნენ. ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან, იქამდე კი სპეცოპერაცია სპეცრაზზმა ჩაატარა. კორპუსთან გაშლილი იყო უსაფრთხოების ბალიშიც, რადგან ძმები ხელყუმბარის აფეთქებით, ასევე კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები ძალას გამოიყენებდნენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურა
შემდეგი სტატიანატო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს – სტოლტენბერგი