ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

ცოტა ხნის წინ, ვარკეთილის მესამე მასივში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. არსებული ინოფრმაციით, დაშავებული არავინაა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. მაშველებს მოქალაქეები ტერიტორიიდან გაჰყავთ. ადგილზე იმყოფება სამგორის გამგებელიც.
არსებული ინფორმაციით, 4 სართულიანი კორპუსი ავარიულია და სამგორის გამგეობამ მცხოვრებლები დროებით საცხოვრებელში რამდენიმე თვის წინ გადაიყვანა, თუმცა მათი ნაწილი საცხოვრებელ კორპუსში თვითნებურად დაბრუნდა.

ფოტო : რუსთავი2

banner
წინა სტატიაში2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით შემცირდა – საქსტატი
შემდეგი სტატიაპირი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია