ვარკეთილში ქმარმა ცოლი სავარაუდოდ ჯერ მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

გვიან ღამით მკვლელობა მოხდა თბილისში. არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს. ასევე უცნობია ჯერ-ჯერობით მკვლელობის მოტივიც.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც “თაიმერს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობისა და 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა იკრძალება
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბაკურიანში ერთი პირი დააკავა