„ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა.
ინციდენტის შედეგად, არიან დაშავებულები. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება ოპერატიულად მოხდა. სადგურიდან მგზავრების გამოყვანა მიმდინარეობს.
თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო მეტროსადგურში დაშავებულებს მოინახულებს
შემდეგი სტატიაექსპერტიზის დასკვნები არსებობს შესრულებულ სამუშაოზე, თუმცა მოხდება დაზუსტება თუ რამ გამოიწვია ნგრევა – “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალური დირექტორი