ვარკეთილში მცხოვრებმა 24 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდამ გულში დანა დაირტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი და ცოლთან დაპირისპირება გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

მამაკაცი წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდან იყო.

ის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად, თბილისში ცხოვრობდა.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკა საქართველოში მოკვდა, ან კომაშია
შემდეგი სტატიაშემაშფოთებელი, საგანგაშო სიგნალები