ვარკეთილში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

თბილისში, ვარკეთილში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიშოთა უტიაშვილი: კრიმინალის ექსპორტი
შემდეგი სტატიათბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა