ვარკეთილში დამწვარ ბაზრობასთან დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ

ვარკეთილში დამწვარ ბაზრობასთან დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ. მოვაჭრეები ბაზრობის ადმინისტრაციისა და ხელისუფლებისგან პასუხებს ელიან კითხვებზე, თუ როდის და რაფორმით მოხდება ზარალის ანაზღაურება. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვასაც ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ადგილზე მივიდა ბაზრობის დირექტორიც, რომელმაც არ ისურვა მედიასთან და მოვაჭრეებთან გასაუბრება და კომენტარის გარეშე შევიდა ბაზრობის ტერიტორიაზე.

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე კი ამბობს, რომ ინდივიდუალურად მოხდება ყველა დაზარალებულთან დაკავშირება და მათ შესთავაზებენ კომპენსაციას შესაბამისი სადაზღვევო პოლისის მიხედვით.

უმრავლესობა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არის დაზღვეული, რაც ძალიან კარგია. თუკი ვინმე დარჩა ისეთი, ვინც არაა დაზღვეული და დახმარება სჭირდება, ჩვენ ამასაც გავივლით, – ამბობს მერის მოადგილე ილია ელოშვილი.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – კადიროვის განცხადება არის ტერორისტის ენით ბაქიბუქი
შემდეგი სტატია“ხდება საბიუჯეტო თანხების ფლანგვა შეთითხნლ საქმეზე “-უგულავა რურუას პატიმრობაში დატოვებაზე