ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სამგორში, ვარკეთილის ხიდებთან, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა.

თვითმხილველის თქმით, დანგრეულია მგზავრთა გაჩერების პუნქტი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ერთი დაიღუპა და ერთი დაშავდა. გამოძიება 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანპორტით მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მისპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: დათო ბერძენიშვილთან ან ლევან ბერძენიშვილთან არასდროს მიჩხუბია
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: გუშინ, გვიან ღამით მოიწერა თინამ და ეს წერილი მაშინ ვნახე