ვარკეთილში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სადარბაზოში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს.

შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით ძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

დაშავებული პირები „ამტელისა“ და ინგოროყვას კლინიკებსი გადაიიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. მეორე პირს, რომელსაც მრავლობითი ზედაპირული ჭრილობები ქონდა, ექიმებმა ჭრილობები დაუმუშავეს და სტაციონარულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით ზედაპირული ჭრილობები იყო მიყენებული მეტალის ნაწილაკებით.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს